close

გაეცანით კორონა ვირუსის სტატისტიკას.


სტატისიკა

watermark logo

შემდეგი


აფრიკა ორ ნაწილად იყოფა - როდის ველოდოთ მეექვსე ოკეანის წარმოშობას ? 2018 წლის ფაქტები

8 ნახვა
Lider Net
3
გამოქვეყნებულია 28 Feb 2020 / საინტერესო

სრულიად მოულოდნელად, კენიაში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ახალი დისკუსია წარმოშვა აფრიკის ორ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით. თავსხმა წვიმების კვალდაკვალ, კილომეტრის სიგრძის უფსკრული ზრდას განაგრძობს. რეალურად ეს ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო ვიდრე 2 თვის წინ უბრალოდ ასეტი ჩქარი ტემპებით ნაპრალის ზრდას არავინ მოელოდა
ნაპრალის უცაბედი გამოჩენა დაკავშირებულია ამ რეგიონის ზონალურ სისუსტესთან და აფრიკის კონტინენტზე ამჟამად მიმდინარე რღვევასთან. წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, კონტინენტის რღვევა გამოწვეულია მიწისქვეშა სუპერცხელი ჭავლებით, რაც განაპირობებს აფრიკის ორად გახლეჩვას, კონტინენტის აღმოსავლეთ კიდის გასწვრივ. რამდენიმე წლის წინათ, ეთიოპიის უდაბნოებში ვულკანმა Erta Ale-მ გამოიღვიძა, რასაც ნიადაგში 60-კილომეტრიანი ნაპრალის გაჩენა მოჰყვა. ერტა ალე ერთადერთი ვულკანია მსოფლიოში, რომელსაც ორი ლავის ტბა აქვს და მის მიმართ მეცნიერებისა და მკვლევარების ინტერესი განუზომლად დიდია.
2010 წელს ლავის ტბის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნაპრალმა გაფართოება დაიწყო, რაც, მეცნიერების აზრით, აფრიკის კონტინენტის შუაზე გახლეჩისა და მეექვსე ოკეანის გაჩენის დასაწყისია.

საქმე ის გახლავთ, რომ აფრიკა ორ ტექტონიკურ ფილაზე მდებარეობს, რომლებიც ყოველწლიურად ერთმანეთს 2 სანტიმეტრით სცილდება. მეცნიერების ვარაუდით, ტექტონიკური ფილების მოძრაობა იმის მანიშნებელია, რომ კონტინენტი ორ ნაწილად იყოფა.

საბედნიეროდ, რღვევის პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება. დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და ნელ-ნელა მის ადგილას ოკეანის წყლის ვიწრო ზოლი შემოვა.
კონტინენტების ორად გაყოფა საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, ამ გზით გაჩნდა ატლანტის ოკეანეც. დააკვირდით, როგორ კარგად ჯდება ერთმანეთში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ფორმები. ერთ დროს ისინი ერთი კონტინენტის ნაწილი იყო, რომელიც შუაატლანტიკური ქედის წყალობით, თანდათან ორად გაიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა აფრიკის რღვევის შესახებ უკვე დიდი ხანია იციან, ვერ ხერხდებოდა გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა. როგორც ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, პროცესს იწვევს აღმოსავლეთ აფრიკის კიდეზე მიწისქვეშიდან მაღლა ამომავალი სუპერჭავლები, რომლებიც პირდაპირ ხვრეტს დედამიწის ქერქს.
სუპერჭავლები წარმოქმნის აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზს, რომელიც გადაჭიმულია 3000 კილომეტრზე, ადენის ყურიდან ზიმბაბვემდე. რღვევა 25 მილიონი წლის წინ დაიწყო და თანდათანობით, სომალისა და ნუბიის ტექტონიკური ფილების წყალობით, დასრულდება ორი სხვადასხვა კონტინენტური მასის წარმოქმნით. რღვევის მაჩვენებელი ამჟამად წელიწადში რამდენიმე მილიმეტრია და ასე გაგრძელების შემთხვევაში, ამ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი რღვევის სისტემის გამომწვევი მიზეზი მიწისქვეშ საკმაოდ ღრმად იმალება, რამდენიმე დღის წინ უცაბედად წარმოქმნილი 15 მ სიღრმისა და 20 მ სიგანის ნაპრალის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ზონაში მოსული დიდი ოდენობით ნალექია.
რღვევის ზედაპირული გამოხატულება წარმოქმნის ვულკანიზმის ვრცელ ზონას, სეისმურ აქტივობას, მიწის აწევას და ჩავარდნას, ნაპრალებისა და ნახეთქების გაჩენას.
მილიონობით წლის შემდეგ, აფრიკის აღმოსავლეთი კიდე კონტინენტის დანარჩენ ნაწილს თავთხელი ზღვით გამოეყოფა. პროცესი არ შეჩერდება და ინდოეთის ოკეანეში შეცურდება უზარმაზარი ახალი კუნძული. დიდი ალბათობით, ამ კუნძულზე მოექცევა თანამედროვე ეთიოპიის, სომალის, კენიისა და ტანზანიის ტერიტორიები.

მეტის ჩვენება
0 კომენტარი sort დალაგება

შემდეგი