close

გაეცანით კორონა ვირუსის სტატისტიკას.


სტატისიკა

watermark logo

შემდეგი


ყველა დროის უმდიდრესი ადამიანები ★ ტოპ ფაქტები ★

1 ნახვა
Lider Net
3
გამოქვეყნებულია 25 Mar 2020 / სხვადასხვა

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopF....aqtebi?sub_confirmat
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულს გაგაცნობთ.
10) კორნელიუს ვანდერბილტი
1794 წელს დაბადებულმა კორნელიუს ვენდერბილტმა 11 წლის ასაკში დაანება თავი სწავლას, რათა ღატაკ ოჯახს საკუთარი შრომით დახმარებოდა. 16 წლის ასაკში, სესხის საშუალებით ორანძიანი ნავი იყიდა და მგზავრების გადაყვანა დაიწყო. მოგვიანებით სახელმწიფო შეკვეთების შესრულება დაიწყო, შემდეგ კი ორთქლმავალზე დაიწყო კაპიტნის თანაშემწედ მუშაობა. რამდენიმე წელში საკუთარი საორთქლმავალო ბიზნესი წამოიწყო და თანდათან რკინიგზების ბიზნესშიც ჩაერთო. ვანდერბილტი სასტიკი ბიზნეს-ტაქტიკითა და კონკურენტებისადმი შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა, რამაც სიმდიდრის ზენიტში დაახლოებით 185 მილიარდი დოლარის ექვივალენტი დააგროვებინა.
9) ჰენრი ფორდი
ჰენრი ფორდმა საავტომობილო ინდუსტრიასა და მასობრივ პროდუქციაში რევოლუცია მოახდინა. ის 1863 წელს, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა და 16 წლის ასაკში დეტროიტში გადავიდა საცხოვრებლად. ჰენრიმ რამდენიმე წელი ქარხნებში იმუშავა, შემდეგ კი კომპანია Edison Illuminating-ში დაიწყო მუშაობა, სადაც 2 წელიწადში უფროსი ინჟინერი გახდა. 1899 წელს დააარსა კომპანია, საიდანაც პარტნიორების უკმაყოფილების გამო წამოვიდა და რომელსაც მოგვიანებით კადილაკი ეწოდა. 1903 წელს ფორდმა კიდევ ერთი კომპანია დააარსა, რომელმაც სულ მალე საყოველთაოდ ცნობილი მოდელი T გამოუშვა. სიმდიდრის ზენიტში ფორდის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
8) უილიამ დამპყრობელი
უილიამ I დამპყრობელი რობერტ I-ის უკანონო შვილი იყო. 1065 წელს ინგლისის მეფემ მას ტახტი აღუთქვა, თუმცა სიკვდილის წინ გადაიფიქრა და მემკვიდრედ გრაფი ჰაროლდ უესექსელი დაასახელა. ამან უილიამი განარისხა და ნორმანების 8000-იანი ჯარით ინგლისი დაიპყრო. გადასახადების გაზრდის მიზნით მან მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. შედგენილ ნუსხას მოსახლეობამ „საშინელი სამსჯავროს წიგნი“ უწოდა. ვარაუდობენ, რომ მეფის ქონება ზენიტში 229 მილიარდი დოლარის ტოლფასი იყო.
7) ოსმან ალი ხანი
ოსმან ალი ხანი ჰაიდარაბადის უკანასკნელი მმართველი იყო. მისი მმართველობა 1911-დან 1948 წლამდე გაგრძელდა და მისი ქონების უდიდესი ნაწილი ჰაიდარაბადში ალმასის მოპოვებით იყო ნაშოვნი. მე-18 საუკუნეში ჰაიდარაბადი ალმასის ძირითადი მომწოდებელი იყო. ოსმან ალი ხანის გარაჟი, როგორც ამბობენ, 50 როლს-როისისგან შედგებოდა, ხოლო პრეს-პაპიედ 185 კარატიან ბრილიანტს იყენებდა. მისი ქონება ზენიტში 230 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
6) ნიკოლოზ რომანოვი
1868 წელს დაბადებული ნიკოლოზ რომანოვი რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი იყო. მისი მმართველობა კორონაციიდანვე წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რომელზეც ათეულობით ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა. ნიკოლოზის მმართველობა 1917 წლამდე გაგრძელდა, როდესაც ის ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, მოგვიანებით კი ცოლთან და შვილებთან ერთად დახვრიტეს. ვარაუდობენ, რომ რომანოვების დინასტიის ამ წარმომადგენლის ქონება იმ დროისთვის 300 მილიარდ დოლარის ტოლფასი იყო.
5) ჯონ როკფელერი (უფროსი)
ჯონ როკფელერი 1839 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. 24 წლის ასაკში მან ნავთობის საწვავში დაიწყო ფულის დაბანდება, მოგვიანებით კი Standard Oil კომპანია დააარსა და 1880 წელს ლიდერი გახდა ნავთობის ბაზარზე. წარმატების პიკში კომპანია ამერიკული ნავთობწარმოების 90%-ს მოიცავდა. 1937 წელს, გარდაცვალების მომენტში როკფელერის ქონება მილიარდნახევარ დოლარს შეადგენდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით 32 მილიარდ დოლარი იქნებოდა, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ როკფელერის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მოიცავდა, დღევანდელი მონაცემებით ეს 371 მილიარდს უტოლდება.
4) ენდრიუ კარნეგი
ენდრიუ კარნეგი, რომელზეც ცნობილი მულტიპლიკაციური პერსონაჟი, სკრუჯ მაკდაკია დაფუძებული, შოტლანდიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. 1892 წელს, ამერიკაში გადასვლის შემდეგ მან ფოლადის საწარმო დააარსა, რომელიც ფოლადის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად გადაიქცა. კომპანია 480 მილიონად გაიყიდა, რაც მშპ-ს პროცენტულობის გათვალისწინებით 210 მილიარდ დოლარს უდრის. მისი ქონება ჯამში 389 მილიარდი დოლარის ექვივალენტი იყო, თუმცა დიდი ნაწილი ქველმოქმედების სახით გასცა.
3) ???
2) ???
1) ???
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
უჩვეულო ადამიანები: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
ცხოველები და მცენარეები: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
ავტომობილები და ტრანსპორტი: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
გეოგრაფია: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
თამაშები: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
ისტორია: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
სპორტი: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
ფილმები და სერიალები: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8
ინტერნეტი: https://www.youtube.com/playli....st?list=PLrHDDBYYtP8

მეტის ჩვენება
0 კომენტარი sort დალაგება

შემდეგი