close

გაეცანით კორონა ვირუსის სტატისტიკას.


სტატისიკა

watermark logo

შემდეგი


13 ილუმინატური საგვარეულო (The Top 13 Bloodlines of The Illuminati)

1 ნახვა
Lider Net
3
გამოქვეყნებულია 25 Mar 2020 / სხვადასხვა

მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს რეალური ისტორიის ამსახველი წიგნი "ილუმინატური საგვარეულოები" უკვე ქართულად! ავტორი: ფრიც სპრინგმაიერი.

წიგნში ყოფილი ზემდგომი ილუმინატების, სატანისტების, მაღალ გრადუსში ხელდასხმული მასონების, ცნობილი მწერლების, მკვლევარების, ისტორიკოსების, თვითმხილველების, დამოუკიდებელი წყაროების მოწოდებული ინსაიდერული ინფორმაცია და ავტორის მიერ სამი ათეული წლის მანძილზე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული უზარმაზარი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. ფრიც სპრინგამიერი ზემდგომ ილუმინატურ საგვარეულოებს მკითხველს აქამდე უცნობი ისტორიული ფაქტებით აცნობს, რომლებიც ფართო მსჯელობისა და განხილვის საგნად არასოდეს ქცეულა.

623 გვერდიანი წიგნი (ორიგინალი) ოთხ ნაწილად იყოფა:

1. პროლოგი. საიდუმლო საზოგადოებების წარმოშობის ისტორია, მათი როლი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ილუმინატის ბავარიული განშტოების დაარსება და მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე.

2. მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს - ასტორის, ბანდის, კოლინზის, დიუპონის, ფრიმენის, კენედის, ლის, ონასისის, როკფელერის, როტშილდის, რასელის, მეროვინგებისა და ვან დეინის -რეალური ისტორია (მათ შორის კრუპისა და რეინოლდსის, ასევე სპეციალური ჩანართი „რუსული კავშირის“ შესახებ).

3. რვა საიდუმლო საზოგადოების წევრთა ჩამონათვალი, მათი თანამდებობრივი რანგირება. ამ საზოგადოებათაგან ოთხის - „პილიგრიმთა საზოგადოების“, „ქალა და ძვლების“, ბოჰემური ჭალის“ და „მგლის თავის“ – წარმოშობის ისტორია, წევრების ვინაობა და მათი თანამდებობრივი რანგირება.

4. ეპილოგი.

წიგნში ასევე საუბარია სხვადასხვა ეპოქაში მოქმედ საიდუმლო საძმოებზე (სიონის პრიორატი, ოპუს დეი, როზენკრეიცერული საზოგადოება და სხვ.), ბრუდერ (ინკუბატორი) ოჯახებზე, ტრავმაზე დაფუძნებული გონების ტოტალური კონტროლის ფორმებსა და მეთოდებზე, საუკუნეთა მანძილზე საიდუმლოდ მოქმედ გაშვილების სატანურ პროგრამაზე, საერთაშორისო ფონდებზე, გავლენიან კორპორაციებზე, კომპანიებზე, მსოფლიოს მართვის სადავეებთან მდგომ სხვა ძლევამოსილ დინასტიებზე, უნივერსიტეტებზე, ინსტიტუტებზე, კოლეჯებზე, ანალიტიკურ ცენტრებზე, აქტორებზე და ა.შ. ასევე იხილავთ ზემოხსენებული ოჯახების (ასტორი, ბანდი, კოლინზი, დიუპონი, როკფელერი, როტშილდი), ევროპული სამეფო ოჯახების (ორანელები, სტიუარტები, გრაფი დრაკულა და მისი ნათესაური კავშირები პრინც ჩარლზთან), მორმონთა ეკლესიის მეორე პრეზიდენტის ბრიგამ იანგის, აშშ-ის 25 პრეზიდენტის, ასევე მეროვინგების ილუმინატური საგვარეულოსა და აშშ-ის 11 პრეზიდენტის ერთმანეთთან სისხლისმიერი ნათესაური კავშირების დამადასტურებელ გენეალოგიურ ცხრილებს, დიდი ბრიტანეთის მეფეებისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების მასონურ ლოჟებში გაწევრიანების თარიღებს, მათ თანამდებობრივ რანგირებას, ილუსტრაციებს, წაიკითხავთ მაღალი დონის სატანისტური რიტუალებისა თუ საიდუმლო ბიზნესგარიგებების შესახებ, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება ილუმინატებისათვის სასურველი კალაპოტით წარმართეს.

გაინტერესებთ, რატომ მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტები: ჯეიმს ა. გარფილდი, აბრაამ ლინკოლნი, უილიამ მაკ-კინლი, ჯონ ფიჯერალდ კენედი, მონაკოს პრინცესა გრეის პატრიცია კელი, ამერიკელი მილიარდერი ჰოვარდ ჰიუზი, ილუმინატი დორის დუკი და სხვა ცნობილი ადამიანები?

ვინ დააარსა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?

ვინ აკონტროლებს შეერთებულ შტატებში მოქმედ ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას?

როგორ აკონტროლებენ როტშილდები თავიანთ შექმნილ ისრაელის სახელმწიფოს? ებრაელთა მშობლიური კერის დაარსების მიზეზები და ა.შ.

ვინ დააფუძნა სინამდვილეში ორი ძალზე გავლენიანი ცრუ ქრისტიანული მიმდინარეობა - იეჰოვას მოწმეები და მორმონების ეკლესია?

ვისი შვილი იყო ადოლფ ჰიტლერი?

ვინ იყო აბრაამ ლინკოლნის ნამდვილი მამა?

ვინ გაუხსნა როკფელერებს გზა საერთაშორისო სარბიელისკენ?

ვინ იყო საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი და მისი რომელი უკანონო შვილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პირველი ლედი?

რაში მდგომარეობდა ორი მსოფლიო ომის დაწყების რეალური მიზეზები?

... და სხვა მრავალი საინტერესო და დაუჯერებელი ინფორმაცია!

თქვენ საიდუმლოების აისბერგის მხოლოდ ზედა, ხილულ ნაწილს ხედავთ, მიუხედავად ამისა, მაინც გაოცებული ბრძანდებით...

ისტორიული, გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემებით გაჯერებული უნიკალური წიგნი „ილუმინატური საგვარეულოები“ შეერთებული შტატებისა და ზოგადად მსოფლიოს მმართველთა განვლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მეინსტრიმული მედიასაშუალებების „წყალობით“ წიგნში მოხსენიებული არაერთი ოჯახისა თუ პიროვნების შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა თითქმის არაფერი უწყის.

საერთაშორისო ფინანსისტები, პრეზიდენტები და დიქტატორები ამ ძლევამოსილი ფიგურების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ჩვენი ცხოვრების არქიტექტორები გახლავან. კი, მაგრამ, ვინ არიან ეს ადამიანები?

ღირებული მასალებისა და თვითმხილველთა მოწოდებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი ფრიც სპრინგმაიერი არაერთი შესანიშნავი წიგნის ავტორია. ფრიცმა მრავალწლიანი თავდაუზოგავი მუშაობით მკითხველს აქამდე უცნობი ისტორიული ფაქტები წარუდგინა. წიგნის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სულ სხვა თვალით შეხედავთ. წინამდებარე წიგნი, რომელიც ილუმინატებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურთა საქმიანობის შესახებ გვიყვება, იაპონიაში გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

https://www.facebook.com/David....Paposhvili.This.Page

მეტის ჩვენება
0 კომენტარი sort დალაგება

შემდეგი